გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

2021 წლის პროფესიული განათლების საუკეთესო სტუდენტი სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის სტუდენტი მარიამ გვეტაძე გახდა

3-12-2021

ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ გალა დაჯილდოება წელს მეოთხედ გაიმართა. გამარჯვებულები ხუთ საკონკურსო კატეგორიაში დასახელდნენ. ერთ-ერთ ნომინაციაში - „2021 წლის პროფესიული განათლების საუკეთესო სტუდენტი“ გამარჯვებული სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის სტუდენტი მარიამ გვეტაძე გახდა, რომელიც დღეისათვის პირველი ქალია, ვინც ლოკომოტივის მართვის პროფესიას ეუფლება.


საქართველოს რკინიგზა მარიამ გვენეტაძეს ულოცავს ამ გამარჯვებას და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებასა და წინსვლას უსურვებს.


შეგახსენებთ, რომ „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“ ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება. ღონისძიების მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია.