გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნათია თურნავა: საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საბჭოს წევრად პირველად აირჩიეს, რაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენთვის და ქართული ტურიზმისთვის

3-12-2021

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის და ქართული ტურიზმისთვის, რადგან გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა საქართველო ამ ორგანიზაციის წევრად აღმასრულებელ საბჭოში" - ამის შესახებ ნათია თურნავამ მადრიდში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც, საქართველო, თავისი ისტორიის მანძილზე პირველად, 4 წლის ვადით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს.


ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, საქართველოსთვის ეს არის ძალიან საპატიო წევრობა, რადგან ამ ორგანიზაციაში 200-მდე ქვეყანაა გაწევრიანებული და მხოლოდ 35 ქვეყანა შეადგენს აღმასრულებელ საბჭოს, სადაც საქართველო ევროპის ქვოტით არის დამტკიცებული.


„4 წლის განმავლობაში ჩვენ ვიქნებით აღმასრულებელი საბჭოს წევრი, რაც იმას ნიშნავს, რომ, პირველ რიგში, შევძლებთ, გარკვეული პოზიტიური გავლენა მოვახდინოთ გლობალური ტურიზმის განვითარებაზე, მის აღდგენაზე კოვიდ-პანდემიის პერიოდში. რა თქმა უნდა, ეს საქართველოსთვისაც იქნება პოზიტიური, რადგან ისეთ ცვლილებებს გავატარებთ, რომლებიც მთლიანად, მსოფლიო ტურიზმსაც არგებს და, ცხადია, საქართველოსთვისაც იქნება მნიშვნელოვანი" - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, მეტი პოპულარიზაცია, მეტი უსაფრთხო ტურიზმი, საქართველოს ღირსშესანიშნაობების მეტი გაცნობა მთელი მსოფლიოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.


გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და წარმოადგენს მტო-ს მმართველ ორგანოს, რომელიც უზუნველყოფს ორგანიზაციის ეფექტურ მუშაობას და განიხილავს გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს. საქართველო თავისი სტრატეგიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, შეძლებს დაიცვას როგორც შავი ზღვის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების ინტერესები ტურიზმის განვითარების მიმართულებით.