3-12-2021
არასამთავრობო ორგანიზაცია "Georgian Patients Union" - ის ინიციატივით დაბა ბაკურიანში ჩატარდა ფორუმი "სათემო ორგანიზაციები - სტრუქტურა და მნიშვნელობა ონკო, TB და აივ ინფექციით დაზარალებული ადამიანებისთვის" და ტრენინგი თემაზე "პაციენტთან ურთიერთობა და ინფორმაციის გადაცემის გზები".
არასამთავრობო ორგანიზაცია მნიშვნელოვან დამაკავშირებელ როლს ასრულებს ინფექციური და ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირებსა და სამედიცინო უწყებებს შორის. ემსახურება ცნობადობის ამაღლებას მოსახლეობაში ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა ტუბერკულოზი, სხვადასხვა ონკოლოგიური პათოლოგიები და სხვა. ორგანიზაციის მთავარი მიზნებია პაციენტის უფლებების დაცვა, მოსახლეობაში ინფორმირებულობის გაზრდა და სტიგმა-დისკრიმინაციის შემცირება.
პროექტში მონაწილეობა მიიღეს ონკოლოგიური და ინფექციური დაავადებების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებმა.
ტრენინგის მტავარი მიზანი - სენსიტიური პაციენტების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა და ცნობადობია ამაღლებაა განსაკუთრებით ინფექციურ დაავადებებზე.
პროექტის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა, მონაწილეებს აგრეთვე გადაეცათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: "გლობალ ბიერ ჯორჯია", "თელიანი ველი", "კომოდი", "სპარი", "ბიბლუსი", "პრომო პრინტი", "პალიტრა l, "ისი პარი" და სხვა ქართული კომპანიები.