გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თეა წულუკიანმა „მინისტრის საათის" ფორმატში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლა კულტურისა და სპორტის სფეროს ღვაწლმოსილი წარმომადგენლების ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყო

3-12-2021

„ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ძვირფასო დეპუტატებო, ყველას მოგესალმებით, მე ვვარაუდობ, რომ შეიძლება გამოსვლისას ბოლოს არ დამრჩეს ბოლოს და, ალბათ, არც კითხვა-პასუხის რეჟიმში არ ეგების ამაზე საუბარი. ამიტომ მე მინდა დავიწყო პატივის მიგებით ყველა დიდი ხელოვანისა თუ სპორტსმენისადმი, ვინც წლევანდელ წელს დაგვტოვა. პატივი მივაგო ისეთი დიდი ადამიანების ხსოვნას, რომლებიც წელს კოვიდით ისედაც მძიმე წელს, დაგვშორდნენ და იქიდან, სადაც არიან, ზეციური საქართველოდან მფარველობენ, მე ასე მჯერა, ქართულ სპორტსა და კულტურას", - განაცხადა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.


„ეს ღვაწლმოსილი ადამიანები არიან ანზორ ერქომაიშვილი, გურამ დოჩანაშვილი, კახი კავსაძე, ბუბა ხოტივარი, მარინა ჯანაშია, რეზო გაბრიაძე, ქართული ხელბურთის ლეგენდა იმედო ფხაკაძე, დიდი მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე, დიდი ქართველი მთამსვლელი და ყველასათვის საყვარელი პიროვნება დიტო დანგაძე, მხატვრები - დიმიტრი ერისთავი, გოგი წერეთელი, ლეგენდარული კალათბურთელი გივი ბიჭიაშვილი, რომელიც სულ ახლახან მივაბარეთ მიწას, ასევე ახალგაზრდა და ძალიან კარგი, ჩვენთან ერთად იმ საშინელებასთან მებრძოლი პოეტი, რომელსაც ბევრი თქვენგანი 2012 წლამდე ებრძოდა, ქართველი პოეტი ზურაბ რთველიაშვილი. რომელი ერთი გავიხსენო, უმძიმესი წელი იყო. პოეტი გივი ალხაზიშვილი, მსახიობები - ავთო მიქაძე და გოჩა ლომია, კირა მიქელაძე, ჩვენთვის ყველასათვის საყვარელი ქალბატონი და დიდი მსახიობი ლეილა ძიგრაშვილი, ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეატრის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დროებით გამოხიზნული ცხინვალის თეატრის დირექტორი ზაალ თედიაშვილი, სახალხო არტისტი ამირან ქადეიშვილი, დამსახურებული არტისტი იოსებ ბაკურაძე და არაერთი სხვა", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.