გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე „ტვ პირველს“: რუსული თამაში არ უნდა ითამაშოთ

3-12-2021

როცა 200 მილიონზე ამბობ უარს, 80 მილიონს დაგაკისრებენ და სამართლებრივ მექანიზმებს ეძებ, რომ თანხა სახელმწიფოს არ დააწვეს, კახა კალაძეს კი არ უნდა დააბრალოთ, უნდა დადგეთ სახელმწიფოს გვერდით და არ ითამაშოთ რუსული თამაში - მამუკა მდინარაძე „ტვ პირველს“ როდესაც საუბარია 200 მილიონზე უარის თქმაზე, სამართლებრივ დავაზე დაგაკისრებენ 80 მილიონს და შენ ეძებ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომ ეს 80 მილიონი არ დააწვეს ქართულ სახელმწიფოს, კახა კალაძეს და ვინმეს კი არ უნდა დააბრალოთ, თქვენც უნდა დადგეთ ქართული სახელმწიფოს გვერდით იმისთვის, რომ არ ითამაშოთ რუსული თამაში - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ტვ პირველის მიერ დასმულ შეკითხვას.


მამუკა მდინარაძის თქმით, კახა კალაძემ უარი განაცხადა ამ თანხის ქართული სახელმწიფოს მხრიდან გაცემაზე და დაიწყო სამართლებრივი დავა. მისივე თქმით, ნაცმოძრაობა იყო ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის მმართველობის დროს Inter Rao-ს და რუსულ კომპანიებს დაემატა ხრამჰესი და სხვა სტრატეგიული ობიექტები.


„ეს ყველაფერი მომდინარეობდა ნაცმოძრაობის დროს გაფორმებული ხელშეკრულებიდან, როგორც ჩემთვის ცნობილია. ნაცმოძრაობა იყო ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის მმართველობის დროს დაემატა Inter Rao-ს და რუსულ კომპანიებს ხრამჰესი და სხვა სტრატეგიული ობიექტები, მათ დროს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე იყო ეს სამართლებრივი ურთიერთობა ორ სუბიექტს შორის. საუბარი იყო 200 მილიონ ლარზე, რომლის გადახდის უზრუნველყოფისთვისაც ალბათ უნდა გაზრდილიყო ტარიფები და ა.შ. კახა კალაძემ პირიქით, უარი განაცხადა ამ თანხის ქართული სახელმწიფოს მხრიდან გაცემაზე, დაიწყო სამართლებრივი დავა, 120 მილიონის ნაწილში Inter Rao-მ ვერ დაადასტურა, ხოლო 80 მილიონის ნაწილში თითქოს დაადასტურა, მაგრამ არა საბოლოო ინსტანციაში. ეს არის გასაჩივრებული არბიტაჟში. მე დეტალებს არ ვიცნობ, გადაამოწმეთ და თუ ასე არ არის, მერე ილაპარაკეთ, თქვენს ეთერში უამრავი ტყუილი ჟღერდება და ერთი სიმართლე, რომ თქვათ არაფერი უჭირს. როდესაც საუბარი იყო იმაზე, რომ ქართული სახელმწიფოს გადაწყვეტილებით უკვე „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს და კახა კალაძის მინისტრობის დროს 200 მილიონის გაცემაზე უარის თქმა დღეს თქვენს მიერ პირიქით ითარგმნება, რომ მისი ხელმოწერით 80 მილიონის გაცემის ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, ეს არის ნარატივის ძალიან ცუდად შებრუნება. არ არის ეს სწორი იმიტომ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.