გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კარლ ჰარცელი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის დაარსება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სათანადო და ერთიანი კოორდინირების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ მიდგო

3-12-2021

ბოლო წლებში საქართველოში შეიმჩნევა მნიშვნელოვანი პროგრესი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის განხორციელებაში, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მისი თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს გასულ წელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების შესახებ კანონის მიღება.


„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს. მალე, 1 კვირაში, ასევე აღვნიშნავთ ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს. შესაბამისად, დღევანდელი მოვლენა ძალიან დროულია, რათა ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება ამ სფეროში.


15 წლის წინ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მიღება იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომლის ფარგლებშიც დადგინდა რიგი გლობალური სტანდარტები. როგორც ევროკავშირი, ისე საქართველო წარმოადგენს ამ კონვენციის ხელმომწერ მხარეს. ჩვენი მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი მისი განხორციელება, როგორც ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროკავშირის ახალ სტრატეგიაში ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლის განხორციელებაც წელს დაიწყო. ამ სტრატეგიის ფარგლებში ჩვენ დავსახეთ მკაფიო ამოცანები ევროკავშირის მოქმედებისთვის როგორც ევროკავშირის ფარგლებში, ისე მის საზღვრებს გარეთ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებათა დაცვის განმტკიცების აუცილებლობა ასევე წარმოადგენს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს ევროკავშირის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, რაც ასევე ასახულია ჩვენს მიერ აღებულ ვალდებულებებში 2030 წლის დღის წესრიგის და მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში.


ბოლო წლებში საქართველოშიც შეიმჩნევა მნიშვნელოვანი პროგრესი ამ კონვენციის განხორციელებაში. შარშან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების შესახებ კანონის მიღება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ამ მიმართულებით. ჩემთვის დღევანდელი ღონისძიება ნიშნავს კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენას, რომელიც გულისხმობს საკოორდინაციო კომიტეტის დაარსებას. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სათანადო და ერთიანი კოორდინირების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ მიდგომის უზრუნველყოფისკენ. ევროკავშირი, გაეროსთან ერთად, აქტიურად უჭერს მხარს ამ კომიტეტის შექმნას.


ამ კონტექსტში ნება მომეცით, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კომიტეტის შექმნა არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი და, სავარაუდოდ, ყველაზე იოლი ნაბიჯიც. მნიშვნელოვანია, რომ მან სათანადოდ იმუშაოს პრაქტიკაში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს მექანიზმი იქცეს რეგულარულ, ინკლუზიურ და შედეგზე ორიენტირებულ უწყებად, რომელსაც ექნება სათანადო მატერიალური, ფინანსური მხარდაჭერა და ადამიანური რესურსები. მას ასევე უნდა ჰქონდეს რეალური გავლენა რესურსების ეფექტიანად გამოყენებაზე, რომლებიც დაკავშირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მიმართებით შესაბამისი სტრატეგიების განხორციელებასთან. ასევე გავლენა უნდა ჰქონდეს ფუნქციების განაწილებაზე სხვადასხვა სექტორის ერთეულებს შორის", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.