გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნიკ ბერესფორდი: შშმ პირთა უფლებების დაცვის უწყებათაშორისი კომიტეტის სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო, რაც მოწმობს იმას, რომ შშმ პირთა უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია

3-12-2021

შშმ პირთა უფლებების დაცვის უწყებათაშორისი კომიტეტის სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო, რაც მოწმობს იმას, რომ შშმ პირთა უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია-ამის შესახებ საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ნიკ ბერესფორდმა შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის პირველი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.


ნიკ ბერესფორდის თქმით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი კოორდინაციას გაუწევს ქვეყანაში გაეროს საკვანძო კონვენციის განხორციელებას იმისთვის, რომ შშმ პირთა უფლებები სრულად იყოს დაცული.


"მოხარული ვარ, რომ ძალიან მაღალი დონის ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. ეს მოწმობს იმას, რომ შშმ პირთა უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია და რომ მაღალი თანამდებობის პირები პირადად არიან ჩართულები ამ საკითხის მოგვარებასა და გადაწყვეტაში. ძალიან კარგი განვითარებაა ის, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს გაეროს საკვანძო კონვენციის განხორციელებას ქვეყანაში, რათა ყველა პირობა შეიმნას იმისთვის, რომ შშმ პირთა უფლებები სრულად იყოს დაცული",-განაცხადა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ნიკ ბერესფორდმა.