გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თეა წულუკიანი: სპორტის უნივერსიტეტი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

3-12-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სპორტის უნივერსიტეტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამჟამად სავალალო მდგომარეობაში მყოფი უნივერსიტეტის გამართულად მუშაობა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.


„სპორტის უნივერსიტეტი არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ვინაიდან ის უნდა აღვადგინოთ. ჩვენ სექტემბერში ჩავატარეთ მრავალმხრივი კომპლექსური ექსპერტიზა და სამწუხაროდ, ეს ექსპერტიზა აჩვენებს, რომ შესაძლებელია, ეს შენობა გამაგრებით სამუშაოებს აღარ დაექვემდებაროს. რა არის გამოსავალი? ეს დღეს ძნელი სათქმელია, ვინაიდან ასეთ დროს ყველაფერი არის ფინანსებთან დაკავშირებული, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ნება, რომ ეს უნივერსიტეტი იმავე ადგილას აღვადგინოთ და არ ვიყოთ ხელებჩამოშვებულები. ბევრმა თქვენგანმა ჩემზე უკეთ იცის სპორტის უნივერსიტეტის ისტორია, თუ რატომ არის ის დღეს ამ მდგომარეობაში. თავის დროზე რომ არა ის ადამიანები, ვინც იქ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით გამაგრდნენ, აქ რომ ცარიელი სკამები არიან, ისინი გაყიდდნენ ამ ინფრასტრუქტურას. ბევრი კომპონენტის გაყიდვაც იყო დაგეგმილი, მაგრამ ეს ცარიელი სკამები, რომლებსაც არა მხოლოდ სკამები აქვთ ცარიელი, ვერ მოესწრნენ იმას, რომ სპორტის უნივერსიტეტი წაერთმიათ ქართული სპორტისთვის. სამაგიეროდ მოესწრნენ იმას, რომ დღეს შენობა არის სავალალო მდგომარეობაში და იმედი მაქვს გამოინახება თანხები მის აღსადგენად", - განაცხადა თეა წულუკიანმა.