გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გარემოსდაცვითი დემოკრატიის პრინციპების, ღია მმართველობის პარტნიორობისა და ორჰუსის კონვენციის შესახებ, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

3-12-2021

გარემოსდაცვითი დემოკრატიის პრინციპების, ღია მმართველობის პარტნიორობისა და ორჰუსის კონვენციის შესახებ, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


მათივე ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე გარემოსდაცვითი დემოკრატიისა და მისი მთავარი პრინციპების შესახებ იმსჯელეს.


„ღონისძიება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პროგრამების ხელმძღვანელმა ელენ ვიხმანმა და ვესტმინსტერის დემოკრატიული ფონდის პროგრამის მენეჯერმა, ენდრიუ პარკინსონმა გახსნეს. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა საქართველოში გარემოსდაცვითი დემოკრატიის, ორჰუსის კონვენციის განხორციელებისა და ამ მიმართულებით ცენტრის როლის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.


შეხვედრაზე გარემოსდაცვითი დემოკრატიისა და მისი მთავარი პრინციპების შესახებ იმსჯელეს, სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო მაგალითები და გარემოსდაცვით დემოკრატიასა და ღია მმართველობის პარტნიორობას შორის ურთიერთკავშირიის საკითხები განიხილეს.


აღსანიშნავია, რომ ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი, ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით, გარემოსდაცვითი დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს. ფონდის მიერ ორგანიზებული შეხვედრის გამართვა მიზნად ისახავდა გარემოსდაცვითი დემოკრატიის პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმის განსაზღვრას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.