1-05-2018
აპრილის თვეში რუსთავში წვილმანი ხულიგნობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. აღსანიშნავია რომ „ინფო რუსთავის“ ობიექტივში მოხვედრილი ფაქტების რაოდენობა გაზრდილია.
შემთხვევებმა მასშტაბური სახე მიიღოთბილისის, ცურტაველის და ვაჟა ფშაველას, ფალიაშვილის, კოსტავას და მეგობრობის ქუჩების ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე ოჯახს გარეთ დატოვებული სარეცხი და საყოფაცხოვრებო ნივთები მოპარეს.
კოსტავას გამზირზე ერთდროულად 5 სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს და ტერმინალებიდან გარკვეული თანხა მოიპარეს.
წვრილმანი ხულიგნობის ფაქტი დაფიქსირდა ასევე რუსთაველის ქუჩაზე, სადაც გზის სავალ ნაწილზე გაჩერებულ ავტომობილს სარკე მოპარეს, მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა მე-17 მიკრო რაიონშიც, სადაც ავტომობილს გვიან ღამით დისკები და საბურავები მოპარეს, ხოლო მეგობრობის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსთან მდგარი ავტომობილიდან მაგნიტოფონი და მონიტორი მოიპარეს.
ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა ასევე ბოსტანქალაქის ქუჩაზე, სადაც ლუდის ბარში შეიჭრნენ და თანხის არ არსებობის გამო დაწესებულებიდან 1 კასრი ლუდი მოიპარეს, ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა ე.წ. სტამბულის ბაზარის ტერიტორიაზეც, სადაც არასრულწლოვანმა გამვლელსჩანთიდან საფულე ამოაცალა და ადგილიდან მიიმალა. მე-4 მიკრო რაიონში, კი უცნობმა პირებმა მაღაზიის კედელი გაანგრიეს და დაწესებულებდან ლუდი და 80 ლარამდე ოდენობის თანხა წაიღეს.
გვიან ღამით არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ახალგაზრდამ შელაპარაკების დროს მესხიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი სწრაფი კვების ობიექტის მინა ჩაამსხვრია, მაიაკოვსკის ქუჩაზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა სამედიცინო დახმარების ავტომობილის საქარე მინა თავით ჩაამტვრია, მეგობრობის გამზრირზე უცნობმა პიროვნებამ დაწესებულებიდან კომპიუტერი, სიგარეტები და პროდუქტები მოიპარა, ხოლო კოსტავას გამზირზე ხორცპროდუქტების მაღაზიიდან 100 ლარამდე ოდენობის თანხა წაიღეს.
“ინფო რუსთავის“ არქივზე დაყრდნობით წინა თვეებთან შედარებით წვრილმანი ხულიგნობის ფაქტები მკვეთრად გახშირდა.