გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

24-11-2017

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს სამძიმარს უცხადებს:

 

,,მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა სპეცრაზმის თანამშრომლის დაღუპვის გამო. ეს ადამიანი ნამდვილად ჩვენი დროის გმირია! მან გაწირა ამქვეყნად ყველაზე მთავარი - სიცოცხლე, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს!"-წერს ლევან შონია.

 

შეგახსენებთ, რომ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 22 ნოემბერს  სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ერთი სპეცრაზმელი გარდაიცვალა,  სამი კი დაშავდა.