გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

რამდენია ჯარიმა თამბაქოს ღერებით გაყიდვაზე?

1-05-2018

დღეიდან თამბაქოს ღერებით გაყიდვა იკრძალება და 150 ლარით დაჯარიმდება.

ძალაში შევიდა “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებება და ახალი ადმინისტრაციული ჯარიმები:


თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია იმ დაწესებულებაში, დაწესებულების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ობიექტში ან სავაჭრო ობიექტის სექციაში, სადაც რეალიზაცია აკრძალულია, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით ჩადენ - დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.


თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის განლაგების წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.


თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია ერთეული ღერებით ან ერთეული კოლოფით/შეფუთვით, თუ მასში 20 ღერ სიგარეტზე ნაკლებია ან მეტია 150 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, ხოლო განმეორებით ჩადენა - 300 ლარის ოდენობით.


თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის 18 წლამდე ასაკის პირზე რეალიზაცია გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.


თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.

digest