გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე: ის, რომ განათლების სამინისტრომ საქართველოს დააბრალა ომის დაწყება, არის იმგვარი ინტერპრეტაცია, რომელიც აწყობს ოკუპანტ ქვეყანას

6-12-2021

საკუთარი ქვეყნის ერთ-ერთ ინსტიტუტს, განათლების სამინისტროს აბრალებენ იმას, რაც მას სახელმძღვანელოში არ ჩაუწერია. თქვენ შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით წაიკითხოთ და რაც იქ წერია, ამის გადათარგმნა რუსულად, ოკუპანტის ენაზე, რომ თითქოს განათლების სამინისტრო და სახელმძღვანელოს ავტორი ომის დაწყებას აბრალებენ საქართველოს, ეს არის ცალსახა ტყუილი, რომელიც აწყობს რუსეთის ფედერაციას, ოკუპანტ ქვეყანას - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.


მისი თქმით, ნაცმოძრაობის მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ განათლების სამინისტრომ ომის დაწყება საქართველოს დააბრალა, არის იმგვარი ინტერპრეტაცია, რის საშუალებასაც ტექსტი არ იძლევა.


„როდესაც თქვენი არხი აქვეყნებს ინფორმაციას, რომ განათლების სამინისტრომ საქართველოს დააბრალა ომის დაწყება, ეს არის იმგვარი ინტერპრეტაცია, რის საშუალებასაც ტექსტი არ იძლევა. თქვენთვის, საზოგადოებისთვის რომ ნათელი იყოს, წარმოიდგინეთ სამართლებრივი კამათი. ჩვენ გვაქვს სამართლებრივი დავები, ერთი მოვიგეთ, სხვაც უნდა მოვიგოთ იმიტომ, რომ საქართველო მართალია ამაში. სამწუხაროდ ამას ნაცმოძრაობამ ხელი არ შეუწყო, როდესაც გადამალა ისკანდერის ნაწილები. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას და 2012 წლის მერე გახდა მოსაძიებელი ეს ყველაფერი, ანუ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, ესეც რუსული საქმე იყო ნაცმოძრაობის მხრიდან. სამართლებრივი დავის დროს, ვირტუალურად წარმოვიდგინოთ კამათი, რუსულმა მხარემ რომ არგუმენტად დააყენოს, რომ ქართულ სახელმძღვანელოებშიც კი წერია ასეთი რამ, ჩვენ ხომ შევეკამათებით, რომ არ წერია და თქვენ რას ამბობთ წერია? რუსულ ნარატივზე დაჯექით ისე, რომ ან ვერ იგებს ამას ის მედიასაშუალება ვინც ამას აკეთებს, რომ მტრობს საქართველოს ან განზრახ აკეთებს ამას. მე იმედს ვიტოვებ, რომ ამ რუსული ნარატივის გატარება არის დაუფიქრებელი მოქმედების შედეგი და არა განზრახ მტრობა. განზრახ მტრობა შეიძლება დავაბრალოთ მაშინდელ ხელისუფლებას ნაცმოძრაობას, მაგრამ არ მინდა თქვენ პირადად დაგაბრალოთ. მე მგონია, რომ თქვენ ვერ ხვდებით რას აკეთებთ, როდესაც ამბობთ რომ ინტერპრეტაციის საშუალებაა, ეს ასეც რომ იყოს, ჯერ ერთი არ არის, რომ იყოს, უნდა მიდიოდეთ საკუთარი ქვეყნის უწყებაში, საკუთარი ქვეყნის პოლიტიკოსებთან თუ უწყების წარმომადგენლებთან უნდა ეუბნებოდნენ, რომ სასწრაფოდ უნდა ამოიშალოს ეს, მაგრამ ეს ასე არ არის, არ ჭირდება ამას ასეთი მოწოდება და არ უნდა აკეთებდეთ ისეთ განცხადებას, რომ ხვალ ვიღაცამ თქვას რომ ქართული მედიასაშუალებებიც კი, ამას ამბობენ, ეს არის ტყუილი, რომელსაც ახმოვანებს დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მედია საშუალებები. ძალიან გთხოვთ, შევთანხმდეთ რაღაც თემაზე, რომელიც გამომდინარეობს ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან, ერთი უდიდესი ტრაგედია იყო აგვისტოდან ორი თვის შემდეგ იმ რეზოლუციის მხარდაჭერა, სადაც ეწერა და დადანაშაულებულები იყვნენ ქართული სამხედრო ძალები, თითქოს ქართულმა სამხედრო ძალებმა კასეტური ბომბებით დაბომბეს ცხინვალი, რაც იყო დადანაშაულება, დაბრალება და ამ სიგიჟეს ნუღარ გაიმეორებთ დღეს ისეთი ჩანაწერით, რომლის ამგვარ ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა, ნუ დავჯდებით რუსულ ნარატივზე - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.