გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

„სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“ კომბაინების შესყიდვისას თანადაფინანსება 50%-ია

6-12-2021

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების” სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებებით მეორადი გამოყენებისკომბაინების შესყიდვისას თანადაფინანსება იზრდება.


შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“ კომბაინის შეძენის შემთხვევაში თანადაფინანსება განისაზღვრა 50% -ით, მაგრამ არაუმეტეს 100,000 ლარით.


პროგრამის ფარგლებში „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“ კომბაინის შეძენის სურვილის შემთხვევაში თანადაფინანსების მისაღებად პოტენციურმა ბენეფიციარებმა განაცხადი უნდაგააკეთოს მატერიალური სახით სოფლის განვითარების სააგენტოში.


პროგრამის ფარგლებში დაიტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვს განაცხადი გააკეთოს როგორც კომბაინის, ასევე ზოგადად სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე თანადაფინანსების მისაღებად.


„სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების” სახელმწიფო პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროგრამა როგორც ახალი, ასევე მეორადი გამოყენების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას მოიცავს.