გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვია

7-12-2021

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა თავმჯდომარემ კლაუს შვაბმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვია, რომელიც 2022 წლის 17-21 იანვარს შვეიცარიაში, ქალაქ დავოსში გაიმართება.


ოფიციალურ მიწვევაში, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიიღო, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და აღმასრულებელი თავმჯდომარე ფორუმის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ

მსოფლიოს პოლიტიკური, სამეწარმეო და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების შეკრება სამომავლო თანამშრომლობის განმტკიცებისთვის აუცილებელია.


"მაქვს პატივი მოგიწვიოთ ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2022 წლის შეხვედრაზე, რომელიც 17-21 იანვრის პერიოდში გაიმართება შვეიცარიის ქალაქ დავოსში.


მსოფლიოს გამოჩენილი პოლიტიკური, სამეწარმეო და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების შეკრება აუცილებელია თანამშრომლობის გზით მომავლის შენების რწმენის განსამტკიცებლად. ფორუმის მონაწილეები მადლიერნი იქნებიან, თუ ექნებათ შესაძლებლობა, მოისმინონ თქვენი ხედვა საქართველოში მდგრადი და თანაბარი ეკონომიკური აღდგენის უზრუნველყოფის შესახებ.


მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მჭიდროდ ითანამშრომლებს თქვენს აპარატთან იმისთვის, რომ თქვენი მონაწილეობა რელევანტური იყოს თქვენთვის და თქვენი ქვეყნისთვის. მოუთმენლად ველი, რომ პირადად გიმასპინძლებთ დავოსში",- აღნიშნულია ოფიციალურ მიწვევაში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მიიღო.