გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ნოე რამიშვილის ღვაწლი კვლავაც სამაგალითოდ დარჩება ყველასთვის, ვისთვისაც სამშობლოს მსახურება უზენაესი მიზანია

7-12-2021

ნოე რამიშვილის ღვაწლი კვლავაც სამაგალითოდ დარჩება ყველასთვის, ვისთვისაც სამშობლოს მსახურება უზენაესი მიზანია- ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წერილში.


მთავრობის მეთაურის თქმით, მისი შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობისას სამინისტროს შენობაში ნოე რამიშვილის ბიუსტის გახსნითა და ქუჩისთვის სახელის მინიჭებით პატივი მიაგო ევროპული მომავლისაკენ სწრაფვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იმ იდეალებს, რომელთაც ნოე რამიშვილმა საკუთარი ცხოვრება მიუძღვნა.


„დღეს ნოე რამიშვილის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო შემოქმედის, მთავრობის პირველი თავმჯდომარისა და შინაგან საქმეთა მინისტრის დაბადების დღეა.


პირველი რესპუბლიკის ყველაზე ავტორიტეტულმა პოლიტიკოსმა, ბოლშევიზმთან შეურიგებელმა მებრძოლმა „რკინის მინისტრმა" უდიდესი ძალისხმევა გასწია სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნისა და ქვეყნის დემოკრატიული აღმშენებლობისათვის.


ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობისას სამინისტროს შენობაში მისი ბიუსტის გახსნითა და ქუჩისთვის სახელის მინიჭებით ჩვენ პატივი მივაგეთ ევროპული მომავლისაკენ სწრაფვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იმ იდეალებს, რომელთაც ნოე რამიშვილმა საკუთარი ცხოვრება მიუძღვნა. მისი ღვაწლი კვლავაც სამაგალითოდ დარჩება ყველასთვის, ვისთვისაც სამშობლოს მსახურება უზენაესი მიზანია",- ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წერილში.