გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნოემბერში უკანონო ტყითსარგებლობის 471 ფაქტი გამოვლინდა

7-12-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 471ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 6 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.


ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 224 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე.


სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 61 სამართალდარღვევა, იმერეთში - 39, ქვემო ქართლში - 36, აჭარაშიც - 36, შიდა ქართლში - 23, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 22, მცხეთა-მთიანეთში -11, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 10, გურიაში კი 9 სამართალდარღვევა გამოვლინდა.


ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 3 152 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.


ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 68 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 6 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.


მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.