გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ედიშერ გვენეტაძე: ნაძარცვი ფულებით დაფინანსებულ ტელევიზიებში სხედან და სიძულვილს აფრქვევენ იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც შეძლო, ერთ მუშტად შეეკრა ღირსეული საზოგადოება და არჩევნების გზით დაემარცხებინა ეს ანტიეროვნული ძალა!

7-12-2021

„ხალხის სატელევიზიო მოტყუების, შანტაჟის, ცილისწამების მეშვეობით ამ პოლიტიკურ შარლატანებს ისევ სურთ უკან დაბრუნება, მაგრამ იმას ვერ ხვდებიან, რომ ეს არასოდეს არ და ვერ მოხდება!“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ოპოზიციურ არხებზე დაწყებულ კამპანიას.


„უბედურად დადგა საქართველოსათვის 2003 წელი! „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ ანუ ფაქტობრივი გადატრიალების გზით ხელში ჩაიგდო ხელისუფლება და უპირველესად ძირი გამოუთხარა საქართველოში დემოკრატიასა და მრავალპარტიულობას! ქვეყანაში დაამყარა ავტოკრატიული რეჟიმი, სადაც განსხვავებული აზრი იდევნებოდა, განსხვავებულად მოაზროვნეებს გარანტირებული ჰქონდათ უმოწყალო ცემა-დარბევები, ციხე-წამებები, ფარული გადაღებები, ქონების წართმევები, ეკლესიების ნგრევები.. რაც მთავარია მასობრივად მოხდა ოპოზიციური მედიასაშუალების შეჭრა-განადგურებები!
ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე ამ ქრისტეს ფეხის მკვნეტელებმა ქვეყანაში მოახერხეს საყოველთაო შიშის სინდრომის დამკვიდრება! მოახდინეს სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების და სხვა ქონების რუსეთზე გასხვისება-გადაფორმება! ოფშორულ ზონებში საკუთარი ანგარიშებზე საქართველოდან კორუფციული და სხვა ნაძარცვი გზებით ნაშოვნი მილიარდობით დოლარების გადაქაჩვა! დაასრეს და ხელში ჩაიგდეს ტელევიზიები, რომელთაგან თითოეულის შენახვა წელიწადში მინიმუმ 50 მილიონი დოლარი ჯდება და დაიწყეს მოსახლეობის ზომიერების პროცესი! გამოაცხადეს, რომ ეკონომიკის განვითარების ტემპებით უსწრებდნენ ჩინეთ-იაპონიას! პროვოკაციული ჩაებნენ კრემლის მიერ წამოწყებულ ომში! ზემო აფხაზეთი მათ მიერვე წოდებული კოდორის ხეობა მტერს ჩააბარეს! დაღუპული გმირები მებრძოლის ველზე უპატრონოდ მიატოვეს! მთავარსარდალმა თვითმფრინავის ხმაზე ქალაქ გორში სტუმარი საფრანგეთის საგარეო მინისტრი და ჯარი მიატოვა და სად გარბოდა არ იცოდა! ამის შემდეგ, წაგებული ომი, მოგებული გამოაცხადეს! და ტელე-პროპაგანდის მეშვეობით ხალხი აზეიმეს!


ომის შემდეგ მეგობარი სახელმწიფოებიდან მიღებული დახმარებების, მხოლოდ მიზერული ნაწილი მოახმარეს ლტოლვილებს, დანარჩენი კი ისევ საკუთარ ანგარიშებზე გააიმასქნეს! უცხოეთიდან მიღებული სამხედრო ტექნიკა მტერს უფეშქაშეს! ამის დასტურად მხოლოდ ერთი მაგალითი კმარა ყოფილი თავდაცვის მინისტრის მილიარდერად გახდომა... ახლა კი ნაძარცვი ფულებით დაფინანსებულ ტელევიზიებში 24 საათის განმავლობაში სხედან და სიძულვილსა და შხამს აფრქვევენ იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც შეძლო ერთ მუშტად შეეკრა ღირსეული ქართული საზოგადოება და დაემარცხებინა არჩევნების(და არა სისხლისღვრის) გზით ეს ანტიქართული, ანტიეროვნული, ანტიხალხური, ანტიეკლესიური ძალა! ამჟამად ხალხის სატელევიზიო მოტყუების, შანტაჟის, ცილისწამების მეშვეობით ამ პოლიტიკურ შარლატანებს ისევ სურთ უკან დაბრუნება, მაგრამ იმას ვერ ხვდებიან, რომ ეს არასოდეს არ და ვერ მოხდება! თქვენი ვატერლოო იყო 2013 წლის 1 ოქტომბერს! ფსიქიკურადაა შეშლილი თქვენი ბელადიც (თქვენ თავად ადასტურებთ ამას)! და თქვენი უკან დაბრუნებული ძალა დედამიწაზე აღარაა!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე.