7-12-2021
„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ბელადი კვლავ უშედეგოდ ცდილობენ სოციალურ-პოლიტიკური სიურრეალიზმის თავზე მოხვევას. სააკაშვილის რეჟიმმა ცხრა წელიწადი ატერორა საქართველო, გაძარცვა სახელმწიფო ბიუჯეტი, ოკუპანტ რუსეთს გაუფორმა ტერიტორიები და სტრატეგიული ობიექტები და ესაა თურმე თანამედროვე სახელმწიფოს „აღმშენებლობა“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციური არხების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას.
როგორც ანალიტიკოსი წერს, „ნაციონალური მოძრაობა“, ნაძარცვი ფულით შექმნილი ტელევიზიების მეშვეობით გვიკითხავს მორალს.
„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ბელადი კვლავ უშედეგოდ ცდილობენ სოციალურ-პოლიტიკური სიურრეალიზმის თავზე მოხვევას. სააკაშვილის რეჟიმმა ცხრა წელიწადი ატერორა საქართველო, გაძარცვა სახელმწიფო ბიუჯეტი, ოკუპანტ რუსეთს გაუფორმა ტერიტორიები და სტრატეგიული ობიექტები და ესაა თურმე თანამედროვე სახელმწიფოს "აღმშენებლობა" და ამ ნაძარცვი ქონებით შექმნილი ტელეპრესსამსახურებიდან "ნაცები" გვიკითხავენ მორალს და ყველაფრის ფასად ცდილობენ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას.
უზნეობისა და უტიფრობის სიმბოლოდ ქცეული "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი ადეპტების შეფასებით, დაუშვებელია ბიძინა ივანიშვილზე სიტყვა ქველმოქმედის გამოყენება. იმ ადამიანზე, რომლის ოჯახმა უანგაროდ გაიღო $3 მილიარდი ამ ქვეყნის გადარჩენისა და განვითარებისთვის.
თუმცა, რეალობა ცხადზე ცხადია - ტოტალიტარულ სექტა "ნაციონალური მოძრაობა" ვერასდროს მობრუნდება ხელისუფლებაში“, - წერს facebook - ზე გია აბაშიძე.