7-12-2021
ბიძინა ივანიშვილს სამი მილიარდი აქვს მარტო ქველმოქმედების სახით დახარჯული საქართველოში და იმ ადამიანებს, რომლებიც ჩადიოდნენ უამრავ დანაშაულს, მათ შორის კორუფციის და ყაჩაღობის კუთხით, 3 მილიარდ დოლარზე უფრო მეტიც აქვთ მთლიანობაში მიტაცებული, როგორც სახელმწიფოსგან, ასევე კონკრეტული ადამიანებისგან - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, სახელმძღვანელოში საუბარია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, ქველმოქმედი, ესეც არის უმარტივესი ფაქტის კონსტანტაცია.
„ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, ქველმოქმედი, ესეც არის უმარტივესი ფაქტის კონსტანტაცია. ბიძინა ივანიშვილს სამი მილიარდი აქვს მარტო ქველმოქმედების სახით დახარჯული საქართველოში და იმ ადამიანებს, რომლებიც ჩადიოდნენ უამრავ დანაშაულს, მათ შორის კორუფციის და ყაჩაღობის კუთხით, ვფიქრობ, 3 მილიარდ დოლარზე უფრო მეტიც აქვთ მთლიანობაში მიტაცებული, როგორც სახელმწიფოსგან, ასევე კონკრეტული ადამიანებისგან. ეს ადამიანები და მათი კუთვნილი ტელევიზიები დღეს აგებენ პროპაგანდას იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც სამი მილიარდი დოლარი თავის ფული აქვს დახარჯული მარტო ქველმოქმედებაში. ესეც არის მორიგი მცდელობა, რომ სიმართლე თავდაყირა დააყენო, თუმცა საზოგადოება ბუნებრივია დაინახავს ყველაფერს და ამის მიხედვით გამოიტანს დასკვნებს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის დაკნინების მცდელობის უკან უმარტივესი პოლიტიკური ამოცანებია.
„რა თქმა უნდა, ამის უკან დგას უმარტივესი პოლიტიკური ამოცანები, თუმცა ყველაფერი აგებულია სიცრუეზე და სიცრუეს ბუნებრივია ვერ ექნება წარმატება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საზოგადოება საბოლოო ჯამში ყველაფერს ხედავს. ყველაფერი ეფუძნება ფაქტებს, ვერ ამოატრიალებ ისე, რომ საზოგადოებას მიყიდო სრული ტყუილი. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც წერია სახელმძღვანელოში ეს არის უმარტივესი ფაქტების კონსტანტაცია. ვფიქრობ, რომ მეტი ფაქტის კონსტანტაციაა საჭირო, იმისათვის რომ ბავშვებმაც იცოდნენ როგორი იყო სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი და ბავშვებმა კიდევ ერთხელ იცოდნენ, რა მასშტაბის ქველმოქმედება აქვს განხორციელებული ბიძინა ივანიშვილს საქართველოში“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.