გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

„განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბოლნისის ცენტრალური ქუჩის ერთ მონაკვეთზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

8-12-2021

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბოლნისის ცენტრალური ქუჩის ერთ მონაკვეთზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება.


პროექტის ფარგლებში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის, 104-დან 110-ის ნომრის ჩათვლით მონაკვეთზე მდებარე შენობების ფასადის ქვა-ბამბის მასალით შეფუთვა ხორციელდება, რაც სახლების ენერგოეფექტურობას განაპირობებს. პროექტი ასევე ფასადების შეღებვასა და სახლების სახურავების შეცვლასაც ითვალისწინებს.


„განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კულტურის სახლის წინ მდებარე სკვერი კეთილმოეწყობა. სკვერში უკვე დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის გარე განათებები და ახალი საბავშვო ატრაქციონი, ამ ეტაპზე კი სკვერის ლანდშაპტის დიზაინის შემუშავება მიმდინარეობს.


მიმდინარე სამუშაოებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის წამომადგენელთან ერთად გაეცნო.


აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაცაა დაგეგმილი.


„ქალაქ ბოლნისში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროექტის „განახლებული რეგიონების“ფარგლებში, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. სულხან-საბა ორბელიანის ცენტრალური ქუჩის ერთ მონაკვეთზე არსებული შენობების ფასადები რეაბილიტირდება, ასევე გამოიცვლება სახლის სახურავები, კულტურის სახლის წინ მდებარე სკვერი კი კეთილმოეწყობა, ლანდშაფტი სრულიად განახლდება. აღსანიშნავია, რომ სახლების ფასადების შეფუთვა ქვა-ბაბმით განხორციელდება, რაც ამ შენობებს ენერგოეფექტურს გახადის. პროექტი ასევე ითვალისწინებს მერიის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასაც. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მოწესრიგებულ ინფარსტრუქტურას მივიღებთ, რაც ჩვენს ქალაქში ტურიზმის განვითარებას ხელს უდავოდ შეუწყობს. ჩვენ ევროპულ ქალაქში ვცხოვრობთ და მიხარია, რომ ცენტრალური მთავრობის დახმარებით, ბოლნისის ისტორიული ქუჩის ერთი მონაკვეთი ესთეტიკურად კიდევ უფრო გალამაზდება. აღნიშნული პროექტი განსაკუთრებით ჩვენს მოქალაქეებს მოსწონთ, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი და ქალაქი სწორი მიმართულებით ვითარდება“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.