გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კახა კალაძე: მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის

8-12-2021

ბიძინა ივანიშვილს უდიდესი როლი აქვს შესრულებული საქართველოს უახლოეს ისტორიაში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ რამდენი სიკეთე გააკეთა ივანიშვილმა ქვეყნისთვის.


„ადამიანმა შეძლო ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხას გადაერჩინა. მან მოახერხა ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში ვერცერთმა პოლიტიკოსმა ვერ მოახერხა. ბევრს არ მოსწონდა სააკაშვილის რეჟიმი. იყვნენ კონკრეტული პარტიები, პოლიტიკოსები, თუმცა ვერავინ მოახერხა ის, რაც ბიძინა ივანიშვილმა - ამ ადამიანმა მოახერხა ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანება. მისი ძალისხმევით, მისი თაოსნობით, ქართველი ხალხის მხარდაჭერით ჩვენ დავამთავრეთ ის ბოროტება, ის სისხლიანი რეჟიმი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა. რა თქმა უნდა, ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის“, - განაცხადა კალაძემ.


ზოგიერთი ოპოზიციური პარტია მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. მათი განმარტებით, სახელმძღვანელო, რომელსაც განათლების სამინისტროსგან გრიფი აქვს მინიჭებული, პროპაგანდისტულია.