გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოს აქვს აშშ-ს მძლავრი ორპარტიული მხარდაჭერა და ეს ნაბიჯები მომავალში ქმედით დახმარებად გადაიქცევა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე

9-12-2021

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში აშშ-ის კონგრესის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.


პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, საუბარი შეეხო ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარებას.


„ჩვენ ღიად დავაფიქსირეთ, რომ ძირითადი მიზანი, რის გამოც ვიმყოფებით ვაშინგტონში, არის ამ პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვება იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი. შეერთებული შტატებისგან ამ მიმართულებით პოლიტიკური მხარდაჭერა გვაქვს, მათ ვთხოვთ, რომ ნატო-ს სხვა მოკავშირე ქვეყნებსაც ესაუბრონ ამაზე, რომ მათი მხრიდან არ შეიქმნას შეფერხებები ნატო-ში ჩვენს წევრობასთან დაკავშირებით“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.


მისვე თქმით, შეხვედრები გაიმართა სენატში, კონგრესში, NDI-სა და IRI-ის ხელმძღვანელებთან.


„სენატსა და კონგრესში გამართულ შეხვედრებზე ძირითადი თემა ისევ და ისევ იყო საქართველოს უსაფრთხოების საკითხი, ასევე უკრაინის ირგვლივ არსებული ვითარება. როგორც სენატში, ისე კონგრესში დაგვიდასტურეს, რომ თუ მოხდა უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფა, ამერიკის მხრიდან იქნება უფრო მძიმე საპასუხო ნაბიჯები გადადგმული, მათ შორის ეკონომიკურ სანქციებზეც იყო საუბარი.


ჩვენ ღიად დავაფიქსირეთ, რომ ძირითადი მიზანი, რის გამოც ვიმყოფებით ვაშინგტონში, არის ამ პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვება იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი. შეერთებული შტატებისგან ამ მიმართულებით პოლიტიკური მხარდაჭერა გვაქვს, მათ ვთხოვთ, რომ ნატო-ს სხვა მოკავშირე ქვეყნებსაც ესაუბრონ ამაზე, რომ მათი მხრიდან არ შეიქმნას შეფერხებები ნატო-ში ჩვენს წევრობასთან დაკავშირებით.


ვისაუბრეთ შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, ჩვენი რეფორმების დღის წესრიგზე, თუ რას აპირებს საქართველო მომავალი სამი წლის განმავლობაში, რომ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს და რა ვალდებულებები გვაქვს ჩვენ აღებული ამასთან დაკავშირებით, ასევე ვისაუბრეთ პოლარიზაციის დასრულების აუცილებლობაზე და აქ აღინიშნა, რომ პოლარიზაციის დასრულება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ყველა პოლიტიკური პარტია მოისურვებს პოლარიზაციის დასრულებას იმიტომ, რომ ერთი ან თუნდაც ორი პარტიის სურვილი პოლარიზაციას ვერ დაასრულებს. ჩვენ ძალიან კარგად ავუხსენით ის, რომ საქართველოში პოლარიზაცია პირველ რიგში აწყობს რუსეთს, რადგან ამ შემთხვევაში ყურადღების გადატანა ხდება სწორედ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაზე და ძირითადი საკითხები, რაც საქართველოს უსაფრთხოებას ეხება რჩება განზე.


ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ საქართველოს აქვს ამერიკის შეერთებული შტატების მძლავრი ორპარტიული მხარდაჭერა და იმედია, ეს ნაბიჯები მომავალში ქმედით დახმარებად გადაიქცევა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.


მისივე თქმით, კრიზისული ვითარება, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში და შავი ზღვის რეგიონშია, ნატომ პირიქით, უნდა გარდაქმნას შესაძლებლობად.


„ამ დისკუსიებში, როცა შევდივართ ამერიკელ კოლეგებთან, ისინი ამაში გვეთანხმებიან. მე ასევე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არა მხოლოდ გერმანიის ან საფრანგეთის, არამედ მთლიანად დასავლეთ ევროპის ქვეყნებიც ძალიან სერიოზულად მიუდგებიან ამ კრიზის და მუქარას, რომელიც რუსეთის მხრიდან მოდის. ამის შესაჩერებლად, ერთადერთი ადეკვატური პასუხი არის სწორედ ნატო-ს გაძლიერება, იმიტომ, რომ რუსეთის დამშვიდების პოლიტიკას, როგორც ვხედავთ შედეგები არ მოაქვს. ამიტომ ეს საუბარი დროულია, წინასწარ პროგნოზირება, რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ მე ასევე ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ დასავლეთ ევროპის მთავრობებიც უკვე იაზრებენ, რომ საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანება, პირიქით, უფრო მეტი დადებითის მომტანი იქნება და კრიზისს უფრო დააცხრობს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.