გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან და შვილთან ერთად ფრიდონ სულაბერიძის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრო

9-12-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან და შვილთან ერთად ლეგენდარული მოცეკვავის და ქორეოგრაფის ფრიდონ სულაბერიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრო.


მთავრობის მეთაურმა ფრიდონ სულაბერიძეს ქართული ქორეოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ფრიდონ სულაბერიძემ მთელი ცხოვრება კულტურული ტრადიციების აღორძინებასა და პოპულარიზაციას მიუძღვნა.


პრემიერ-მინისტრთან ერთად ფრიდონ სულაბერიძის საიუბილეო კონცერტზე იმყოფებოდნენ თბილისის მერი კახი კალაძე და ვიცე- პრემიერი, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მეუღლეებთან ერთად.