გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მამუკა მდინარაძე: საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგრამ გარკვეული რეალობისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ქცევის გათვალისწინებით

9-12-2021

საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგრამ გარკვეული რეალობისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ქცევის გათვალისწინებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.


„შიდა კონსენსუსი ჩვენს გუნდში არის. როდესაც ჩვენ ამ შეთანხმებაზე წავედით, მიზანი იყო დეპოლარიზაცია, საპარლამენტო მუშაობის განახლება, რადიკალიზაციის ხარისხის შემცირება და საქმეზე ლაპარაკი. ერთმანეთისკენ ნაბიჯი უნდა გადაგვედგა. როდესაც პირობითად 10 ნაბიჯი გავწერეთ, მე ცხრა გადმოვდგი და მეათეა საკონსტიტუციო ცვლილება. მათ კი, კი არ გადმოდგეს ნაბიჯი, უკან წავიდნენ და რადიკალიზაციის ხარისხი გააღრმავეს, პოლარიზაციის ხარისხი გააღრმავეს. სააკაშვილის ჩამოსვლით ისევ ქაოსური დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ. მე მაქვს მეათე ნაბიჯის გადმოდგმის ვალდებულება?“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.