გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საყოველთაო ვაქცინაციის ეროვნული გეგმის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა 82% სრულად არის ვაქცინირებული

9-12-2021

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული, საყოველთაო ვაქცინაციის ეროვნული გეგმის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა ვაქცინაცია თბილისსა და რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს.


9 დეკემბრის მონაცემებით, უწყებაში თანამშრომელთა 82 პროცენტი სრულად არის ვაქცინირებული. Georgia e-Health – აპლიკაციით კი ე.წ. მწვანე პასპორტების მფლობელთა საერთო რაოდენობამ 89 პროცენტი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატები ვაქცინაციის, ინფექციის გადატანის და PCR ტესტირების შესახებ მონაცემები, ერთიან სივრცეში (EU Gateway-ის ქვეყნები) იქნება ასახული.


აღსანიშნავია, რომ უწყების თანამშრომლებთან ერთად იცრებიან მათი ოჯახის წევრებიც.


შემოსავლების სამსახური მადლობას უხდის თითოეულ თანამშრომელს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისთვის.


ვაქცინაციის პროცესი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით მიმდინარეობს.