გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის განათლების მიღების შესაძლებლობა გაიზრდება

1-05-2018

განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ კანონპროექტთა პაკეტზე იმსჯელა. ცვლილებები სამშვიდობო ინსტრუმენტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს, რომელიც გამყოფი ხაზების მეორე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებს სახელმწიფო პროგრამებზე ხელმისაწვდომობის და განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მინისტრის მოადგილემ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის ძირითადი მიმართულებები განმარტა და იმ კომპონენტებზე ისაუბრა, რასაც წარმოდგენილი ცვლილებები მოიცავს. ცვლილებების არსი კი შემდგომში მდგომარეობს: აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, იქ მცხოვრებ პირებს მიენიჭებათ პირადი ნომრები, რაც მათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სერვისებზე და პროგრამებზე წვდომის საშუალებას მისცემს.

ცვლილებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განათლების მიღების გაზრდის შესაძლებლობასაც იძლევა. საუბარია ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს სასწავლებლებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღებაზე, აფხაზური და ოსური ენების დაცვასა და განვითარებაზე. ლაშა დარსალიამ კომიტეტს გამომდინარე კანონპროექტებიც გააცნო და იმ ძირითად ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც სამშვიდობო ინიციატივის პროცესის მექანიზმებს შეეხებოდა.

კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის შეფასებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც სამშვიდობო პროცესის და მოქალაქეების ინტეგრაციის პროცესს შეუწყობს ხელს.

„განათლების კომპონენტი სახალხო დიპლომატიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და ის სამი ძირითადი ცვლილება - ზოგადი განათლების ვაუჩერული დაფინანსების გავრცელება, უმაღლესის დონეზე საგრანტო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გაზრდა და აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ახალგაზრდებისთვის სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობის გაფართოება, ნამდვილად იქნება ის ნაბიჯები, რომელიც დაგვაახლოებს ჩვენს საბოლოო მიზანთან - შერიგების პროცესთან“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

imedinews.ge