გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

9-12-2021

საინფორმაციო შეხვედრის მთავარი თემა 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები იყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს ანკეტა-კითხვარების შევსების თაობაზე.


უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია 2021 წლის 15 დეკემბრამდე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონული ფორმით შეავსოს სპეციალური ანკეტა-კითხვარი. ამ დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებები ვერ შეძლებენ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე აბიტურიენტთა მიღებას. ანკეტაში უნდა აისახოს ყველა ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებზეც კონკრეტული უმაღლესი სასწავლებელი 2022 წელს კონკურსს გამოაცხადებს.


2022 წლის გამოცდებთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ონლაინ შეხვედრებისა და ღია კარის დღეების გამართვას მომავალშიც გეგმავს. დეტალური ინფორმაცია პერიოდულად განთავსდება ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე.