გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლევან კარანაძე ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმვის ევროპული ჯგუფის (EASPG) თავმჯომარედ აირჩიეს

9-12-2021

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი, ლევან კარანაძე ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმვის ევროპული ჯგუფის (EASPG) თავმჯომარედ აირჩიეს. საქართველოს წარმომადგენელი აღნიშნულ ჯგუფს ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. EASPG-ის თავმჯომარის მოადგილეები იტალიის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის საავიაციო ხელისუფლებების ხელმძღვანელები არიან.


საავიაციო სისტემების დაგეგმვის ევროპული ჯგუფი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს მიერ 2019 წელს დაარსდა და მისი საქმიანობა ფარავს ICAO-ს ყველაზე წამყვან და მრავალრიცხოვან, ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკურ რეგიონს, სადაც 56 წევრი სახელმწიფო შედის. ჯგუფის მიზანია უზრუნველყოს ევროპის სანავიგაციო სისტემების განვითარების და უსაფრთხოების დონის თავსებადობა ICAO-ს გლობალური საავიაციო უსაფრთხოებისა და საჰაერო ნავიგაციის გეგმებით გათვალისწინებულ მაჩვენებლებთან, ასევე აღნიშნულთან მიმართებაში წევრი სახელმწიფოების პროგრესის მონიტორინგი და ანგარიშგება ICAO-ს საბჭოს წინაშე. EASPG-ი ხელს უწყობს საჰაერო ნავიგაციასთან და საავიაციო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგიონალური (EU, EASA, EUROCONTROL, ECAC, IAC) და ეროვნული პროგრამების ჰარმონიზაციას, ასევე ეწევა რეგიონთაშორის კოორდინაციას (NAT, NAM, MID, AFI, APAC).


საავიაციო სისტემების დაგეგმვის ევროპული ჯგუფის წლევანდელი შეხვედრა სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და მასში 44 სახელმწიფოს 159 დელეგატი იღებდა მონაწილეობას. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ წამყვანი საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებისა და ავიაინდუსტრიის წარმომადგენლები.