10-12-2021
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულ იქნა 1990-იან წლებში, აფხაზეთში, შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 პირის_ 5 სამხედროს და 3 მშვიდობიანი მოქალაქის იდენტიფიცირებული ნეშტები.
4 მებრძოლის_ აქვსენტი (ტასო) ალექსანდრეს ძე ნაჭყებიას, გურამ დავითის ძე ჩიქოვანის,ვახტანგ (ლესიკა) ჭიჭიკოს ძე დანელიას, სლავიკ ალექსანდრეს ძე გოგოხიას ნეშტები, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, ხოლო ზაურ ილიას ძე დამენიას ნეშტი, ფოთში, საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს; 3 სამოქალაქო პირი_ გერონტი თედორეს ძე მუშკუდიანი, მაკარ გარსევანის ძე რუხაია და ლიდია ივანეს ასული ჩიხლაძე კი ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე დაიკრძალა.