გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კონგრესმენი სტივ უომაკი: აშშ საქართველოს პარტნიორია, დადგება დღე, როდესაც საქართველოს ნატოს წევრად ვიხილავთ

10-12-2021

ქართველებს გავუგზავნით მესიჯს, რომ აშშ საქართველოს პარტნიორია. დადგება დღე, როდესაც საქართველოს ნატოს წევრად ვიხილავთ, - ამის შესახებ კონგრესმენმა სტივ უომაკიმ განაცხადა.


აშშ-ში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. ამჯერად მმართველი გუნდის წარმომადგენლები კონგრესმენებს შეხვდნენ. მათ სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები, ეკონომიკური ურთიერთობები და რუსეთის აგრესიული პოლიტიკა განიხილეს, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს საფრთხეს უქმნის.


„ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე. მათ შორის, ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, ნაციონალურ უსაფრთხოებაზე. უსაფრთხოებაზე აღმოსავლეთ ევროპაში და იმ საფრთხეებზე, რომელსაც რუსეთი ამ რეგიონში წარმოადგენს. ყოველთვის გავიზიარებთ საქართველოს შეშფოთებას და მის გვერდით ვიქნებით. ქართველებს გავუგზავნით მესიჯს, რომ აშშ საქართველოს პარტნიორია. დადგება დღე, როდესაც საქართველოს ნატოს წევრად ვიხილავთ. მანამდე კი ჩვენ გვერდით დგომასა და მხარდაჭერას გავაგრძელებთ. გავაკეთებთ ყველაფერს, რაც კი შეგვიძლია, რომ რეგიონს დავეხმაროთ“, - განაცხადა კონგრესმენმა, სტივ უომაკიმ.