გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატებს საუდის არაბეთის სამეფოში აღიარებენ

10-12-2021

ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის 32-ე სესიის (IMO Assembly 32nd session) ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ, თამარ იოსელიანის ხელმძღვანელობით, საუდის არაბეთის სამეფოს ტრანსპორტის მინისტრთან, სალეჰ ალ იასერთან გამართა შეხვედრა, რომელზეც საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის „მეზღვაურთა სერთიფიკატების ურთიერთაღიარების შესახებ" მემორანდუმს მოეწერა ხელი.


-„დღეიდან ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატებს საუდის არაბეთის სამეფოშიც აღიარებენ. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან საქართველოს ჰყავს გამოცდილი და კომპეტენტური მეზღვაურები, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ ტანკერების მართვაში სპეციალიზდება", - საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, თამარ იოსელიანი.


საუდის არაბეთის სამეფოს დროშის ქვეშ თანამედროვე სატანკერო ფლოტი ცურავს და როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, გასათვალისწინებელია ის სამუშაო და სოციალური პირობებიც, რომლებიც ღირსეული დასაქმების შესაძლებლობას მისცემს ჩვენს მეზღვაურებს. - „ქართველი მეზღვაურების დასაქმების ხელშესაწყობად ვგეგმავთ მჭიდრო კომუნიკაციას გემთმფლობელ კომპანიებთანაც", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.


სამუშაო შეხვედრაზე დიდი ყურადღება დაეთმო ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და საუდის არაბეთის სამეფოს საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სამომავლო თანამშრომლობას ერთობლივი სასწავლო პროგრამების მომზადების, სტუდენტების სასწავლო პრაქტიკით უზრუნველყოფისა და გაცვლითი პროგრამების მიმართულებით.


მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საქმიანობის ფარგლებში საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს წარმომადგენლობების თანამშრომლობის შესაძლებლობაც, რომელიც შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლება სხვადასხვა კომიტეტებსა და ქვეკომიტეტებში ერთობლივი მუშაობით.


საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ IMO-ს საზღვაო უსაფრთხოების სამმართველოს დირექტორი ჰეიკ დეგიმი და საქართველოს ელჩი, IMO-ში მუდმივი წარმომადგენელი სოფიო ქაცარავა.