გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას მხარი დაუჭირა

10-12-2021

„2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მესამე, გადამუშავებული ვერსიის განხილვით მთავრდება საბიუჯეტო პროცესი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში",- ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია განიხილეს.


ირაკლი კოვზანაძის თქმით, ქვეყნის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში მნიშვნელოვნად არის გათვალისწინებული პარლამენტის წინადადებები და რეკომენდაციები. დაფინანსება აქვს გაზრდილი პრაქტიკულად ყველა სამინისტროს და უწყებას.


„შეგახსენებთ იმ პარამეტრებს, რა პარამეტრებითაც მთავრობამ მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაუბრუნა პარლამენტს. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გათვალისწინებულია 6 პროცენტის ოდენობით და აღწევს ნომინალში 65 მლრდ. ლარს. დეფიციტი არის 4, 2 პროცენტი, ასევე მნიშნელოვანია, რომ გადამუშავებულ ვერსიაში 332 მილიონი ლარით არის გაზრდილი ხარჯების ნაწილი და ასიგნებები აღწევს 19 მილიარდ 171 მილიონ ლარს. დაფინანსება აქვს გაზრდილი პრაქტიკულად ყველა სამინისტროს და უწყებას. ხელფასები 10 პროცენტით ეზრდება საჯარო მოსამსახურეებს, ასევე იმ მხარჯველ სუბიექტებს, სადაც მოთხოვნები იყო. მნიშვნელოვნად არის გათვალისწინებული პარლამენტის წინადადებები და რეკომენდაციები და აღსანიშნავია ისიც, რომ დეფიციტი არის შემცირებული 4,2 პროცენტით. ეს პარამეტრი ჩვენთვის პრინციპულად მნიშნელოვანია იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა",-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.


მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ მომავალი წლის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის მიმართულებებზე და მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა და ის საბაზისო მონაცემები წარადგინა, რასაც მომდევნო წლის ბიუჯეტი ეფუძნება. მისი თქმით, 2021 წელს დეფიციტის მაჩვენებელი იყო 7,6 პროცენტი და ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,3 პროცენტს შეადგენდა. თუმცა საბოლოოდ, წელი 10 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით სრულდება. ვალის მაჩვენებელი 51 ,7 პროცენტი, ხოლო დეფიციტი 6,7 პროცენტის ფარგლებშია მოსალოდნელი.


საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას მხარი დაუჭირა.