გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

აფხაზეთში ისტორიის სახელმძღვანელოში 2014 წლის მოვლენების რედაქტირებას ითხოვენ

1-05-2018

აფხაზეთში ისტორიის სახელმძღვანლოზე სასამართლო დავაა. საქმე ეხება სახელმძღვანელოში არსებულ ერთ-ერთ თავს, რომელიც 2015 წელს აფხაზეთს დეფაქტო მთავარობაში განვითარებულ პოლიტიკურ კრიზისს შეეხება. ინფორამციას Jamnews-ი ავრცელებს.

10-11 კლასებისთვის განკუთვნილი ისტორიის წიგნის სადავო თავის ავტორები პროფესორი სტანისლავ ლაკობა და აკადემიკოსი ოლეგ ბგაჟბა არიან.

2014 წლის ბოლოს ოპოზიციის საპროტესტო აქციები დეფაქტო პრეზიდენტის სასახლის აღებამდე მივიდა, რის გამოც ალექსანდრ ანქვაბმა გუდაუთაში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზას შეაფარა თავი, შემდეგ კი თავისი ვადამდელი გადადგომის შესახებ განაცხადა.  

წიგნის თავის ავტორებს ამ მოვლენების შეგნებულად დამახინჯებასა და ინტერპრეტაციაში ბრალი ყოფილმა დეფაქტო პრემიერმა ლეონიდ ლაკერბაიამ დასდო და სასამართლოში სარჩელიც შეიტანა. ის დეფაქტო პრემიერი სწორედ ამ მოვლენების დროს იყო - 2011 წლის სექტემბრიდან 2014 წლის მაისის ბოლომდე.

imedinews.ge