გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

„ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ბაზაზე შექმნილმა მობილურმა ბრიგადამ სოფელ ბოლნისის მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა

13-12-2021

ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. „ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ბაზაზე შექმნილმა მობილურმა ამცრელმა ბრიგადამ მასობრივი ვაქცინაცია ამჯერად სოფელ ბოლნისში განახორციელა.


მობილურმა ამცრელმა ბრიგადამ კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინა 30-მდე ადამიანს გაუკეთა.


ამ ეტაპზე ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამი მობილური ამცრელი ბრიგადა მუშაობს. ჯგუფები იმუნიზაციისა და პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ყველა ხელსაწყოთი არიან აღჭურვილები.


აღსანიშნავია, რომ მობილური ბრიგადების გარდა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში, შპს „ტრიომედში“, დაბა კაზრეთის პოლიკინიკასა და სოფელ ქვეშის საექიმო ამბულატორიაშია შესაძლებელი.