გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური იანვარში ჩატარდება

13-12-2021

2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური დასრულდა. მასში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს 1 440-მდე სკოლის 31 900-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა, რომელთაგან ტესტირება მოსწავლეთა 74%-მა გაიარა. პირველი ტურის საბოლოო შედეგები უახლოესი დღეების განმავლობაში გამოქვეყნდება.


საკუთარი შედეგის ნახვა მოსწავლეს პირადი ნომრით შეეძლება ვებგვერდზე: online.naec.ge. რეიტინგულ სიას კი ცენტრი განათავსებს სპეციალურ პროგრამაში, რომელზე წვდომაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციას ექნება.


მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელიც დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 60% ან მეტს და ამასთან ერთად მოხვდება საგნის რეიტინგული სიის პირველ 1 000 მოსწავლეს შორის.


ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება. მეორე ტური იანვრის თვეში გაიმართება. დეტალური ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და დროის თაობაზე მითითებული იქნება მოსაწვევზე, რომლის მიწოდებასაც მოსწავლისათვის უზრუნველყოფს სკოლის ადმინისტრაცია.


ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველწლიურად ატარებს შემდეგ საგნებში: მათემატიკა; ქართული ენა და ლიტერატურა; ქართული ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის; ისტორია; გეოგრაფია; ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია; უცხოური ენები (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული).