გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

"TV პირველის'' ეთერში გასულ გადაცემასთან დაკავშირებით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განცხადებას ავრცელებს

13-12-2021

მიმდინარე წლის 11 დეკემბერს, ტელეკომპანია 'TV პირველის'' გადაცემაში ''ღამის ამბები'',სადაც წამყვანს, გიორგი ნიორაძეს, მოწვეული ჰყავდა გენერლები, დევი ჭანკოტაძე და მამუკა ყურაშვილი, რომელთაც, თავიანთ გამოსვლაში, წუხილი გამოთქვეს ქვეყანაში, ყოფილ ოფიცერთა და ვეტერანთა მიმართ სახელმწიფოს მხრიდან გულგრილი დამოკიდებულების გამო - ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"გადაცემის მსვლელობის დროს, წამყვანს დაუკავშირდა ომის ვეტერანი, მეორე ჯგუფის შშმ პირი, გია ბერიძე, რომელმაც უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მან, ფინანსური და მედიკამენტოზური უზრუნველყოფის მიზნით, მიმართა სამგორის გამგეობას და უარი ეთქვა დახმარებაზე.


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გვსურს, საზოგადოებას ვაუწყოთ, რომ აფხაზეთის ომის ვეტერანმა, გია ბერიძემ, ბოლო წლების განმავლობაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს არაერთგზის მიმართა მედიკამენტოზური და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით დახმარებისთვის და მისი განცხადებები, დადებითი რეაგირების გარეშე არ დარჩენილა.


ამას გარდა, სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე, მას, არა ერთხელ დახმარება გაუწია სამგორის რაიონის გამგეობამაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე, მას ფინანსური თანადგომა გაუწია ''დაჭრილ და დასახიჩრებულ მებრძოლთა დახმარების ფონდმაც''.


დღეს, სახელმწიფოს აქვს გამოკვეთილი ნება, თანადგომა გამოხატოს ომის ვეტერანების, ამ დამსახურებული ადამიანების მიმართ, რისი ნათელი დადასტურებაც გახლავთ ის, რომ, სახელმწიფო, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ვეტერანთა ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად, ყოველწლიურად 70 000 000 -ზე მეტ ლარს ხარჯავს და ეს თანხა, ყოველწლიურად იზრდება, არა მხოლოდ ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის სფეროში, არამედ ვეტერანთა სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის თანადგომის კუთხითაც.


სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით, ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ვეტერანების პრობლემატიკით სპეკულირება იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელთაგან, რომელნიც თავად იყვნენ ვეტერანთა მიმართ დისკრიმინაციული კანონების შემოქმედნი; რომ აღარაფერი ვთქვათ წინა ხელისუფლების მხრიდან, ვეტერანთა უფლებების დარღვევის ყოვლად სამარცხვინო ფაქტზე, რომელზეც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომაც იმსჯელა და სახელმწიფო ვეტერანთა მიმართ ძალადობაში ამხილა; ყველა ადამიანი, ვინც ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში თავისი ღვაწლი გასწია, სათანადო დაფასებას იმსახურებს. ჩვენ, ხელისუფლებასთან ერთად, ეტაპობრივად, მაგრამ, გეგმაზომიერად, ისტერიკის გარეშე, მივიწევთ წინ იმ გამოწვევების დასაძლევად, რომლებიც, მიუხედავად ერთობლივი ძალისხმევისა, სახელმწიფოსა და სამსახურის წინაშე ჯერ კიდევ დგას და რომელთა გადასაჭრელად, უწყვეტი მუშაობა მიმდინარეობს, როგორც საკანონმდებლო, ისე სამთავრობო დონეზე" - ნათქვამია განცხადებაში.