გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკურ დათვალიერებასა და ვიზუალურ გამონაბოლქვზე კონტროლი დაწესდება

13-12-2021

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკურ დათვალიერებასა და ვიზუალურ გამონაბოლქვზე კონტროლი დაწესდება - საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე დაინიცირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვისა და ეკოტრანსპორტის დანერგვის ხელშეწყობის საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე იქნა მიღებული.


„იმედს გამოვთქვამ, რომ მომდევნო წელი საკვანძო წელი აღმოჩნდება როგორც ადამიანური რესურსით, ასევე ტექნიკური ინფრასტრუქტურით შეიარაღების თვალსაზრისით, იმისთვის, რომ ვიზუალური გამონაბოლქვის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას. იმიტომ, რომ სახელმწიფო რეალურად დიდ ინვესტიციებს დებს, როგორც საბიუჯეტო სახსრების, ასევე სესხების აღების კუთხით, როგორც ავტოტრანსპორტის პარკის ჩანაცვლების თვალსაზრისით, ასევე ადამიანთა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. შესაბამისად გრძელვადიან პერსპექტივაში, საკითხი, რომელსაც იმედია უახლოეს პერიოდში დავარეგულირებთ, ძალიან დიდი დადებითი ეფექტის მომტანი იქნება ყველა ჩვენგანისთვის",- განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.


მაია ბითაძემ ასევე ხაზი გაუსვა, ტექნიკური რეგლამენტების, რომლებიც ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, როგორც ნარჩენების მართვას შეეხება, მიღებისა და ამოქმედების მნიშვნელობას და შესაბამის უწყებებს მოუწოდა აღნიშნული დადგენილებების დროულად ამოქმედების უზრუნველყოფისკენ.


კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადდება რეკომენდაციები სამუშაო ჯგუფში განხილულ საკითხებზე და დაიგზავნება უწყებებთან. შესაბამისად, მან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და შინაგან საქმეთა სამინისტროებს მიმართა თხოვნით, რომ დროულად გამოგაგზავნონ კომიტეტში კანონპროექტის შეჯერებული ტექსტი.


საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის ინიციატივით გამართული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების წარმომადგენლებმა, არასამთავრობო სექტორთან ერთად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების სისტემის გაუმჯობესების მნიშვნელობასა და გზებზე გამონაბოლქვის კონტროლის აუცილებლობაზე იმსჯელეს.


სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა სამუშაო ჯგუფს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური დათვალიერების გამკაცრებისა და ვიზუალური გამონაბოლქვის რეგულირების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია წარუდგინეს.

სამუშაო ჯგუფში აგრეთვე გაეცნენ საქართველოში მდგრადი ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკაზე, ავტოპარკის გაახალგაზრდავებასა და დაბალი და ნულოვანი ემისიის ავტომობილების წახალისებასთან დაკავშირებით ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის მიერ მომზადებულ ხედვას.


არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ჩემი ქალაქი მკლავს'' სამუშაო ჯგუფს მიაწოდა ინფორმაცია, საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის შესახებ, რომელზეც ორგანიზაცია მუშაობს და გეგმავს 25 000 ხელმოწერის შეგროვებას პარლამენტში ინიცირების მიზნით.