გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

24 საათში კოვიდ ინფიცირების 3 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49, ხოლო გამოჯანმრთელდა 3 722 პირი

14-12-2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 255 კვლევა ტესტით, მათ შორის 37 264 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 991 PCR ტესტით.


ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 988 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 894 801-ს.


რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.49%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.64% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.15%.


ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 722 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 840 985.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 826 პირი ემსხვერპლა.


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 988 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 699 შემთხვევა, აჭარა - 239, იმერეთი - 658, ქვემო ქართლი - 215, შიდა ქართლი - 312, გურია - 158, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 301, კახეთი - 170, მცხეთა-მთიანეთი - 131, სამცხე-ჯავახეთი - 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.


ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 964 საიდანაც: 5 999 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 360, აჭარაში - 511, იმერეთში - 1 273. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 479 პირი, მათ შორის, თბილისში - 596, აჭარაში - 124, იმერეთში - 440. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 323 პირი, მათგან თბილისში - 171, აჭარაში - 38, იმერეთში - 31. 1 151 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 736 - თბილისში, 265 - აჭარაში. 33 814 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 32, ხოლო აჭარაში - 2.


სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 13 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 926 ადამიანი.