გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კახა სიხარულიძემ UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ ონლაინ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

14-12-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა სიხარულიძემ კულტურის საკითხებში UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილის, ერნესტო ოტონის მოწვევით მონაწილეობა მიიღო ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების რეგიონულ კონსულტაციებში კულტურის პოლიტიკის საკითხებზე. კახა სიხარულიძემ თემატური სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.


UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ ონლაინ ღონისძიებას უძღვებოდა ხორვატიის რესპუბლიკის კულტურისა და მედიის მინისტრი, ნინა ობულიენ კორზინეკი. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის კულტურის მინისტრები და მოადგილეები, იუნესკოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს და კონსულტაციები გამართეს შემდეგ თემებზე: ინვესტირება კულტურასა და შემოქმედებაში სამუშაო ადგილების შექმნისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის; ციფრულ გარემოში კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობა; კულტურული მემკვიდრეობის დაცვა სოციალური ჩართულობის, დიალოგისა და მშვიდობისთვის; კულტურასა და განათლებას შორის კავშირის გაძლიერება ადამიანზე ორიენტირებული განვითარებისა და მდგრადობისთვის.


რეგიონული კონსულტაციები წარმოადგენს კულტურის პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების UNESCO-ს მსოფლიო კონფერენციის მოსამზადებელ ეტაპს, რომელიც 2022 წლის 28-30 სექტემბერს არის დაგეგმილი.