2-05-2018
დაპირისპირება ქვემო ფონიჭალაში ადგილობრივ მოსახლეობასა და საპატრულო პოლიციას შორის მას შემდეგ მოხდა როდესაც სამართალდამცავებმა ერთერთი ავტომობილი გააჩერეს. არსებული ინფორმაციით პოლიციამ გააჩერა ავტომობილი რომელსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მართავდა. სამართალდამცავებმა დამრღვევი მძღოლი დააჯარიმეს, მას მოუწოდეს რომ გადმოსულიყო მანქანიდან და სახლში სხვა ავტომობილით წასულიყო რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე მალევე შეგროვდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები, პოლოციასა და მათ შორის საუბარი კამათში გადაიზარდა რასაც ადგილობრივების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა. პოლიციელებმა წინააღმდეგობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო 1 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.