გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე "Fest I Nova"-ს ფარგლებში პრეზიდენტის სასახლეში ახალგაზრდა ფრანგი ხელოვანების გამოფენა გაიმართა

15-12-2021

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში "ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „Fest I Nova"-ს ფარგლებში ფრანგული პავილიონი გაიხსნა. ღონისძიებას, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე ფესტივალის ფარგლებში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ფესტივალის დამფუძნებელი, მხატვარი ყარამან ქუთათელაძე, გამოფენის კურატორი ჟულია მარშო (ვან-გოგის ფონდის ასოცირებული კურატორი), გამოფენაზე წარმოდგენილი ინსტალაციების ავტორები, ახალგაზრდა ხელოვანები, ჟულეტ ჟორჟი და როდრიგ დე ფერლუსი, ასევე, კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.


თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს იმისთვის, რომ მან თავისი რეზიდენციის კარი კიდევ ერთხელ გაუღო თანამედროვე ხელოვნებას. მინისტრმა აღნიშნა, რომ კულტურის სამინისტრო ტრადიციულად არის „Fest I Nova"-ს მხარდამჭერი და მის დამფუძნებელ, მხატვარ ყარამან ქუთათელაძესთან ერთად აქტიურად მუშაობს, რათა მომავალ წელს ფესტივალი უფრო გაფართოვდეს. თეა წულუკიანის თქმით, სამინისტრო ასევე მუშაობს არტ-ვილა „გარიყულას" სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრასა და მის განვითარებაზე, ვინაიდან ყარამან ქუთათელაძის მიერ დაფუძნებული ფესტივალი სწორედ გარიყულადან იღებს სათავეს.


ინფორმაციისთვის, „Fest I Nova" საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კულტურის ხელშეწყობის პროგრამით განსაზღვრული პრიორიტეტის „სახვითი და თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა" ფარგლებში ხორციელდება. ფესტივალის ფარგლებში

ავანგარდული ტრადიცია და თანამედროვე ხელოვნება ახალი კონტექსტების, ხედვების და იდეების შესაქმნელად ერთიანდება, ამ გაერთიანებას კი სიმბოლურად აღნიშნავენ პავილიონები. ფრანგული პავილიონის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტი "Vu Que la Poésie m'est obscure", რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციაში ორი დღის განმავლობაში იქნება გამოფენილი, ილია ზდანევიჩის სახელს უკავშირდება.