შაბათი, მაისი 24, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: 2021-2022 წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, 2022 წლის ბოლოსთვის ჩვენი ეკონომიკის მოცულობა 65 მილიარდ ლარს მიუახლოვდება, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 5 600 დოლარზე მეტი იქნება

15-12-2021

2021-2022 წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, 2022 წლის ბოლოსთვის ჩვენი ეკონომიკის მოცულობა 65 მილიარდ ლარს მიუახლოვდება, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 5 600 დოლარზე მეტი იქნება - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საქართველოს პარლამენტში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის განხილვისას განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, 2022 წელს დაგეგმილია 6-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო 2022-2025 წლების ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი - 5,5 პროცენტი იქნება. მისი თქმით, 2022 წლის ბიუჯეტთან ერთად, პარლამენტში წარმოდგენილია ეკონომიკური სცენარების ანალიზის დოკუმენტი, სადაც გაანალიზებულია ის პოტენციური რისკები, რომელიც დღეს აქვს არამარტო ჩვენს რეგიონს, არამედ გლობალურ ეკონომიკას.