გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თორნიკე რიჟვაძე UNICEF-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორის მოადგილეს ფილიპ კორის შეხვდა

15-12-2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორის მოადგილეს ფილიპ კორის და ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს შეხვდა.


ფილიპ კორიმ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მასშტაბური სოციალური პროექტის, ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობისა და იქ მცხოვრები ათასობით ბავშვის პირობების გაუმჯობესებისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის მადლობა გადაუხადა.


თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა მცირეწლოვან ბავშვებში და ორსულ ქალბატონებში სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევის პროგრამის მნიშვნელობას. აღნიშნული პროგრამის დაფინანსება და ბენეფიციართა მოცვა ყოველწლიურად იზრდება.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აჭარაში ვაქცინაციის დინამიურ ტემპზე. აჭარის მთავრობა UNICEF-თან ერთად მნიშვნელოვან პროგრამებს ახორციელებს კოვიდ-19 პრევენციის და ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობისთვის. შეხვედრაზე სოციალური, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის მიმართულების მიმდინარე და სამომავლო პროგრამები განიხილეს.