გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2022 წელს სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე 4 მილიარდ 553 მილიონ ლარი მიიმართება

15-12-2021

2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის მიხედვით, სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 4 მილიარდ 553 მილიონ ლარს.

აღნიშნული თანხიდან 2 მილიარდ 885 მილიონი ლარი მიიმართება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაზე, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია:
• 70 წლამდე პენსიონერთა პენსიის ზრდა 20 ლარით და შესაბამისად, 1 იანვრიდან მათი პენსია იქნება 260 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის, იქ არსებული დანამატის გათვალისწინებით, პენსია იქნება 312 ლარი;
• 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 25 ლარით და შეადგენს 300 ლარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში, ამავე კატეგორიის პირთა პენსია 360 ლარი იქნება;
მიზნობრივი სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე გამოყოფილია ერთ მილიარდ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც 2022 წელს:
• მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დახმარება იზრდება 25 ლარით;
• ომში მონაწილე ვეტერანთა 22/44 ლარიანი დახმარება იზრდება 100 ლარამდე;
• მიმდინარე წლის ივლისიდან გაორმაგებული, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების სრული წლის განმავლობაში დასაფინანსებლად დამატებით გამოყოფილია 75 მილიონი ლარი;
ბავშვთა ზრუნვის პროგრამების დაფინანსება შეადგენს 52 მილიონ ლარს;
მაღალმთიან დასახლებებში დაწესებული სხვადასხვა სოციალური პროგრამებისთვის გამოყოფილია 75 მილიონი ლარი;
საპენსიო სქემაში სახელმწიფოს ვალდებულებების დასაფინანსებლად მიიმართება 260 მილიონი ლარი. ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით, ამ მიმართულებით დამატებით გამოიყო 10 მილიონი ლარი;
მუნიციპალიტეტების მიერ დაფინანსებული სოციალური პროგრამების მოცულობა შეადგენს 280 მილიონ ლარს.