გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი სახალხო დამცველის დასკვნას არ ეთანხმება

15-12-2021

სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნაში იყო საკითხები, რომლებსაც არ ევთანხმებით, - ამის შესახებ ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა. ჯიშკარიანი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ფარმაკოლოგიურ წამებას მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში ადგილი არ ჰქონია.


არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი თვლის, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წამების ექსპერტიზაში გამოცდილების მქონე პროფესიონალმა უნდა ისაუბროს.


როგორც ჩემთვის ცნობილია, ომბუდსმენს არ შეუსწავლია არც სამედიცინო დოკუმენტაცია, არც მეთოდოლგიაზე გვისაუბრია თუ რომელი მეთოდოლოგიით განისაზღვრა მაგალითად ნეიროლეფსიური პრეპარატის დანიშვნა. ისაუბროს პროფესიონალმა ამასთან დაკავშირებით, ვისაც აქვს წამების ექსპერტიზაში გამოცდილება საერთაშორისო სტანდარტებით, იქ იყო კიდევ სხვა საკითხები, რომლებზეც ჩვენ განსხვავებული მოსაზრება გვაქვს. იმ დროს, როდესაც არის ცელებრა-ორგანული დაზიანება და ეს დაზიანება ჩვენ ვიცით, რომ იყო, იქ უკვე სხვანაირი ტაქტიკაა შესამუშავებელი, - განაცხადა ჯიშკარიანმა.


სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა ჯგუფის წევრმა, ფსიქიატრმა მარინა კურატაშვილმა გუშნ განცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულებისას მესამე პრეზიდენტისთვის ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები არ შეუმჩნევია.