გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: მოუთმენლად ველი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხელშესახები პროგრესის მისაღწევად პარტნიორებთან ერთად აქტიურ ჩართულობას

15-12-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება.


მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ევროკომისართან ევროკავშირში საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად საქართველოს პოტენციალის გამოყენების გზები განიხილა.


„ძალიან კარგი დისკუსია მქონდა კომისარ ოლივერ ვარჰეისთან. განვიხილეთ ევროკავშირში ჩვენი პოლიტიკური, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად საქართველოს სრული პოტენციალის გამოყენების გზები. მოუთმენლად ველი აქტიურ ჩართულობას პარტნიორებთან ერთად ჩვენი ინტეგრაციის გზაზე ხელშესახები პროგრესის მისაღწევად",- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.