გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ვინც ასე, საჯაროდ აკეთებს მსგავს შეურაცხმყოფელ განცხადებას, აუცილებელია, ასევე, საჯაროდ აღიაროს, რომ ეს არის მენტალური ძალადობა და მოიხადოს ბოდიში - რატი იონათამიშვილი „ემპათიას“ წევრ ექიმზე

15-12-2021

დეპუტატი რატი იონათამიშვილი „ემპათიას“ წევრის, ნევროლოგ ოთარ თოიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად თოიძემ აღნიშნა, რომ შესაძლოა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად დამძიმდეს, რომ ის საბოლოოდ დაინვალიდდეს.

როგორც იონათამიშვილი აღნიშნავს, მსგავსი განცხადებები შეურაცხმყოფელია და ის ნევროლოგისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

„კლასიკური ნიმუში, როგორ არ უნდა მეტყველებდეს არც ექიმი და არც მოქალაქე! მსგავსი მიდგომები და აზროვნება აყალიბებს ყველაზე ძლიერ სტიგმას და სტერეოტიპებს შეზღუდული შესაძლებლობისადმი და მიმაჩნია, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირცხვილი. ალბათ, ეს რომ მივუშვათ, ინსტიტუციებში გამოკეტავდა შშმ პირებს.

ვინც ასე, საჯაროდ აკეთებს მსგავს შეურაცხმყოფელ განცხადებას, აუცილებელია, ასევე, საჯაროდ აღიაროს, რომ ეს არის მენტალური ძალადობა და მოიხადოს ბოდიში“, - აცხადებს იონათამიშვილი.