გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

იენს სტოლტენბერგი: ნატო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ჩვენი მჭიდრო პარტნიორის - საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას

15-12-2021

ნატო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ჩვენი მჭიდრო პარტნიორის - საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას-ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.


სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ნატო მომავალშიც უზრუნველყოფს თავის პარტნიორებს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერით.


„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ირაკლი ღარიბაშვილთან. ნატო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ჩვენი მჭიდრო პარტნიორის - საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვემიჯნებით ევროპაში ნებისმიერ იდეას გავლენის სფეროებთან დაკავშირებით. ნატო მომავალშიც უზრუნველყოფს თავის პარტნიორებს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერით",- წერს იენს სტოლტენბერგი.