გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ცაიშში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ხმას მხოლოდ ელექტრონულად მისცემენ

2-05-2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის 13 მაისის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე პილოტურად გამოიყენება საარჩევნო ტექნოლოგიები, კერძოდ, კენჭისყრის დღეს ამომრჩეველი ხმას მისცემს ელექტრონული ხმის მიცემისა და დათვლის სპეციალური აპარატის საშუალებით. ამის შესახებ ინფორმაციას საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი ავრცელებს.

67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის თქმით, ცესკოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროგრამა საქართველოში პირველად ხორციელდება, სატესტოა და გამართლების შემთხვევაში, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოიყენება.

„ჩვენი ფინანსური მხარდამჭერი, ამ შემთხვევაში, კანადის მთავრობაა. ცაიშის სამივე უბანზე მოქალაქეები ხმას ელექტრონულად მისცემენ, სპეციალური მოწყობილობა, რომელიც კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ ამომრჩევლების ხმებს დაითვლის, ძირითად ყუთზე განთავსდება. ხმის მიცემის დასრულების შემდეგ ეს მოწყობილობა ხმას დაითვლის, შემდეგ კი უკვე ხმებს კომისიის წევრები ისე დაითვლიან, როგორც ადრე. ოქმს შეადგენს კომისია და არა ელექტრონული მოწყობილობა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ მესხმა.

ცენტრის ინფორმაციით, ელექტორატისთვის კვალიფიციური მომსახურების განხორციელების მიზნით, მათ შორის, ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით კენჭისყრაში ამომრჩევლის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, ცესკო და სწავლების ცენტრი №67.27 ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის სპეციალურ ტრენინგებს ჩაატარებს. რაც შეეხება ამომრჩევლებს, მათ სპეციალური ფლაერები დაურიგდებათ.

რადიო "ათინათი"